მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ქართულ ბანკებში გაიყინა ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები აშშ-ის მიერ მისი სანქცირების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა კობახიძემ და დაამატა, რომ როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არ ხდება მტკიცებულებების გამოქვეყნება, ფაქტზე რეაგირება რთულია.
„როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს წესით მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ იქ იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით, მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვირთულებს ზოგადად რეაგირებას. საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება, ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა ძალიან შემაშფოთებელია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი ყოფილა“.
„პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება მტკიცებულებების გარეშე არ ისაუბროს საქართველოს მოქალაქეზე. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დანაშაულის დაბრალებას. ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. შეიძლება ის არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არა თუ საქართველოს პრეზიდენტს. მე ვურჩევდი ყველას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები“, - თქვა კობახიძემ.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.