„ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“ - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს აგენტი“ ყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„ერთ-ერთმა, მგონი, ბატონმა კახამ [კალაძე] თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე, ევროპაში ჩემი ვიზიტებია, - არა, ბატონი კახა. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფ ეს ბეს“, თუ „კა გე ბეს“ აგენტი ყოფილა, ესაა ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომლებიც დღეს ამას უნდა იძიებდეს და ვისზეცაა პასუხისმგებლობა. მე, აქ, თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „არანაირი ინფორმაცია და მოთხოვნა მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ“ არ შესულა: „აქ ისრების გადატანა არ გამოვა! ნათელია, სადაა პასუხისმგებლობა“.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ფარცხალაძის საქმეზე საჭირო არ არის აშშ-დან დამატებითი მტკიცებულებების მიღება.
„მე იმ დღესვე, ვიდრე წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს, რომ გამეგო მათი მხრიდან, რა მონაცემები არსებობდა. მგონი, კარგი იქნება, სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე, დროულად გაგვცენ პასუხი. პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები არსებობს. არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები მოგვაწოდონ. მგონი, ყველაფერი ნათელია. გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე მოხსენიებულია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [ეფესბე] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.
