„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით დაამტკიცა. ეს არალეგიტიმურ მთავრობას საზოგადოებრივი (იგივე არასამთავრობო) ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად სსიპ „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოში მოქმედი ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაშია „ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან“.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო სექტორის შექმნას ცდილობს.
ახალ სააგენტოში, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება, დაახლოებით 10 პირის დასაქმება იგეგმება. მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი მოხმარდება როგორც სააგენტოს შექმნას და მის ფუნქციონირებას, ასევე გრანტების დაფინანსებას.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ სააგენტოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს და გაწეროს პროგრამული მიმართულებები, რისთვისაც გრანტი გამოიყოფა.
„გრანტების კანონი სტრუქტურულად ისეა აწყობილი, რომ ჩამოთვლის კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ეს ჩამონათვალი ამომწურავია და სწორედ ამან განაპირობა, მთავრობის სურვილი, კანონში ცვლილება შესულიყო იმ თვალსაზრისით, რომ არა საგნობრივი დაფინანსება ყოფილიყო გამოყოფილი, არამედ თვითონ ორგანიზაციის და გაჩნდა ასეთი მიზანი - „საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა“. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზციას შეეძლება, თუმცა, პრიორიტეტული მიმართულებები იქნება. შესაძლებელია, ვთქვათ, კონკურსი გამოცხადდეს ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლზე, ან შეიძლება მიზანი იყოს არაფორმალური განათლების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებები, გარემოს დაცვა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
პარალელურად, „ქართული ოცნება“ აანონსებს ახალი რეპრესიული კანონების მიღებას იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესაზღუდად, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო დონორებისგან იღებენ. „ქართული ოცნება“ ყველა კანონიდან ამოიღებს ნორმებს, რომლებიც საჯარო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას სავალდებულოს ხდის.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ სექტემბერში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ „აგენტების რეესტრში“.
