„12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
ივანიშვილის თქმით, ქვეყნის მართვის „თითქმის უშეცდომო და სწორი მენეჯმენტის“ შედეგებს საქართველოს თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს.
„ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ.
ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად, უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება“, - თქვა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილი ხალხს ატყუებს.
„სამარცხვინო ტყუილი - მაშინ, როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად და მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს თავზე წამოასვეს ვიღაც უღირსი, მედროვე პოლიტიკოსები, რომლებიც პირადი გამდიდრების, პარტიისა და ივანიშვილის მსახურების გარდა არაფერზე ფიქრობენ, ეს არის შეურაცხყოფა. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდზე კახა კალაძე უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ თემაზე:
ოპოზიცია ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
შალვა პაპუაშვილის ტყე და მამულები 1 ლარად - სპეციალური რეპორტაჟი
