ოპოზიცია ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამ საკითხზე დღეს პარლამენტში ბრიფინგი „მოქალაქეებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გამართეს.  

„ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა და მხოლოდ გამჭვირვალობა. ყველგან ხარჯები უნდა იყოს გამჭვირვალე - არასამთავრობო სექტორი გამჭვირვალეა, როგორც არ უნდა იტყუებდეს თავს „ქართული ოცნება“, თუ რამეა გაუმჭვირვალე, ეს არის მთავრობა და მთავრობის წევრების შემოსავლები.

ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ვარაუდებს ვეყრდნობოდეთ და ვაინიცირებთ საგამოძიებო კომისიას ღარიბაშვილისა და მისი ოჯახის შესაძლო დაუსაბუთებელ ქონებასთან დაკავშირებით. გვსურს კვალიფიციურად წარვმართოთ ეს პროცესი, ყველაფერი გამჭვირვალე გავხადოთ და გავიგოთ, ღარიბაშვილი და მისი ოჯახის წევრები მართლა მექრთამეები არიან, თუ არა“, - განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი 35 ოპოზიციონერი დეპუტატია. თეონა აქუბარდიას თქმით, თუ მმართველი პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარს იტყვის, „ეს კიდევ ერთხელ იქნება ლუტრაცია იმისა, რომ გამჭვირვალობა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ შირმაა იმისთვის, რომ ქვეყანა დასავლეთს დააშორონ“.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ანაზღაურება 45 104 ლარი იყო. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში მისი ოჯახის გასავალმა 130 000 ლარს გადააჭარბა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2023 წელს, ისევე როგორ წინა წელს, ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს. გარდა ამისა, მამამისმა, ტარიელ ღარიბაშვილმა 109 500 ლარი გადაიხადა იმ სამთავრობო თვითმფრინავის დასაქირავებლად, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატებში სასწავლებლად მიმავალი შვილი, 18 წლის ნიკოლოზი მიუნხენამდე ჩაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რა უჯდება პენსილვანიის უნივერსიტეტში სტუდენტი შვილის განათლება და ამერიკაში ცხოვრება.

ქონების კანონიერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც პრემიერის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა, განაცხადა: „მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება“.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, 30 დეპუტატის ინიციატივით იქმნება. გადაწყვეტილება კომისიის შექმნის შესახებ მიიღება 50 დეპუტატის მხარდაჭერით. საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. გასულ წელს, საპარლამენტო ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სასამართლო სისტემაში კორუფციის შესასწავლად ცდილობდა და 50 ხმაც ჰქონდა მობილიზებული, თუმცა ეს საკითხი კენჭისყრამდე ვერ მივიდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს იმით, რომ მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად, სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიარეს და კენჭისყრის დასაწყებად საჭირო კვორუმი (76 დეპუტატის დასწრება) არ შექმნეს. „ქართულმა ოცნებამ“ იგივე ხერხს მიმართა მაშინაც, როცა ოპოზიციას თაღლითური „ქოლცენტრების“ საკითხზე სურდა საგამოძიებო კომისიის შექმნა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).