აშშ-ის სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა რობინ დანიგენის დანიშვნას. ის კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც უფლებამოსილებას 2020 წლიდან ახორციელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ელჩად დამტკიცებამდე დანიგენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მანამდე ის ავსტრიის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე იყო.
სხვადასხვა დროს იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას და მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ-სალვადორში.
რობინ დანიგენი კალიფორნიიდანაა. „ომის ეროვნულ კოლეჯში“ მიღებული აქვს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. გარდა ამისა, ფლობს მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრის ხარისხს ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ფლობს ინგლისურ, ესპანურ და გერმანულ ენებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგენის კანდიდატურა 13 თებერვალს წარადგინა.
სენატში მოსმენისას, დანიგენმა განაცხადა, რომ ფოკუსირებული იქნება ოთხ პრიორიტეტზე, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციასა და საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
