ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახალი შეზღუდვები დააწესა იმ არალეგალი მიგრანტებისთვის, რომლებიც მექსიკის საზღვრით აშშ-ში შესვლას ცდილობენ. დაჭერის შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას და უკან, მექსიკაში დაუყოვნებლივ გააბრუნებენ. პრეზიდენტის განკარგულება ძალაში დღეიდან შევიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავშესაფარი ხელმისაწვდომი დარჩება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ლეგალურად ჩადიან შეერთებულ შტატებში.
„თუ პირი გადაწყვეტს არ გამოიყენოს ჩვენი სამართლებრივი გზები, თუ აირჩევს ნებართვის გარეშე და კანონის საწინააღმდეგოდ შემოსვლას, მას შეეზღუდება თავშესაფრის მიღება და შეერთებულ შტატებში დარჩენის უფლება. ეს დაგვეხმარება ჩვენს საზღვარზე კონტროლის მოპოვებაში, ამ პროცესში წესრიგის აღდგენაში. აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შემოსვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომ ჩვენმა სისტემამ ეფექტურად მართვა შეძლოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა მედიას უთხრეს, რომ თუ ყოველდღიურად საზღვარზე 2500-ზე მეტი ადამიანი იქნება დაკავებული, აკრძალვა ამოქმედდება და გაუქმდება მაშინ, როდესაც დაკავებების რაოდენობა 1500-ზე ჩამოვა. ამჟამად აშშ-მექსიკის საზღვარზე ყოველდღიურად 4000-ზე მეტ არალეგალ მიგრანტს აკავებენ.
გამონაკლისი იქნება დაშვებული თანმხლების გარეშე მყოფი ბავშვებისთვის, ტრეფიკინგის მსხვერპლებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სერიოზული სამედიცინო პრობლემა აქვთ ან მათ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
თეთრი სახლის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ შეზღუდვა დროებითი ხასიათისაა და მოიხსნება მაშინვე, როგორც კი მიგრანტების რაოდენობა უსაფრთხო და მართვად დონეზე დაბრუნდება.
მექსიკის საზღვრით აშშ-ში შესვლას ცდილობს საქართველოს ათასობით მოქალაქეც.
