„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ მივიდეს პროკურატურაში, სადაც ის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად დაიბარეს. კალაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, „კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთდა, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და წაბრძანდეს, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. არ გაგიგიათ მოწოდებები აღნიშნულთან დაკავშირებით?! კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს მტკიცებულებები“, - განაცხადა კალაძემ მედიასთან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო, რაც „საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“. მეორე დღესვე პროკურატურამ არჩევნების გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოკითხვაზე პირველი პრეზიდენტი დაიბარა.
გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით“. ზურაბიშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მან პროკურატურას ურჩია, „შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას“.
პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მისვლას არ აპირებს პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნული გამოძიება „ყალბია“ და მისი ერთადერთი მიზანია, დაადგინოს, თითქოს, არჩევნები არ გაყალბებულა.
