რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, „კომუნისტური პარტიის“ წევრმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომის მიმართ მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ ავიამიმოსვლის, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„საელჩოებისა და საკონსულო სამსახურების არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და საქართველოში მყოფი ჩვენი მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებს“, - განაცხადა გავრილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
როგორც გავრილოვი ამბობს, ურთიერთობების აღდგენა ტვირთბრუნვის გაზრდას და ტურიზმის განვითარებასაც დაეხმარება: „უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის, მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის გადაყვანას განახორციელებენ“.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოთქვა. მისი განცხადებით, გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. გარდა ამისა, ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწონა „სიმამაცე“, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.
საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა - აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარების შემდეგ.
