უხვი ნალექის გამო ბაღდათის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. ადგილზე რამდენიმე საათია მაშველები მუშაობენ, 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, 5 პირის ძებნა-შველის ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის არის ერთი ოჯახის 4 წევრი - მამა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
„მიწის ძალიან დიდი მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია და უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა“, - აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ ზვავსა და მეწყერს, 6 თებერვალს მსხვერპლი მოჰყვა მაღალმთიან აჭარაშიც.
ხულოს სოფელ თხილვანაში ზვავმა ბოლქვაძეების საცხოვრებელი სახლი წაიღო. შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. მევლუდ ბოლქვაძე გადარჩა, ხოლო 63 წლის ფატი ბოლქვაძე დაიღუპა. ამ დროისთვის სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
ქედის სოფელ წონიარისში სტიქიის შედეგად 55 წლის თემურ ბარამიძე დაიღუპა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი იყო. მეწყერის ჩამოწოლის დროს თემურ ბარამიძე საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.
