ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდეს, პატივი სცეს ხალხის ნებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ნორმანდიაში, მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრების შემდეგ, 8 ივნისს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლისა და ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტებმა საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.
„საფრანგეთი და შეერთებული შტატები ადასტურებენ თავიანთ გადაწყვეტილებას, იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს ხალხის ნებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
ორივე ქვეყანა მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლისა და სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემაზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რაც სარგებელს მოუტანს რეგიონში მცხოვრებ ხალხს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებამდეც გამოეხმაურა. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში, ის წუხილს გამოთქვამდა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო.
