სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გიორგი კირთაძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ძალადობის ბრალდებით, 34 წლის იოსებ სირაბიძე დააკავა. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
გიორგი კირთაძეს ბათუმში, გუშინ, ერთი პირი იმ დროს დაესხა თავს, როცა პოლიტიკოსი ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში საუბრობდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩა N 127-ის მიმდებარედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ბრალდებული მიუახლოვდა, რომელმაც გიორგი კირთაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა. ამის შემდეგ იოსებ სირაბიძემ გიორგი კირთაძის მიმართულებით დაიწყო კვერცხების სროლა, მიმართავდა აგრესიულად და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან გიორგი კირთაძეს სახეში ხელი გაარტყა. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება“, - განაცხადა ანზორ გურულმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა.
კირთაძე მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული და მომხდარის უკან ხელისუფლება, კერძოდ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას: „ამ ერთ ადამიანზე აპირებენ ჯოხის გადატეხას, რომ თითქოს ის გაბრაზებულია ჩემზე ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ეს სახელმწიფოს მხრიდან სრული უპასუხისმგებლობა იქნება. მე ორგანიზატორების დასჯას ვითხოვ, იმ ადამიანების, ვინც ამ ბოღმისა და სიძულვილის თესვით არიან დაკავებული“, - თქვა კირთაძემ.
იოსებ სირაბიძე პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ აქტივისტია და ვიდრე გიორგი კირთაძეს ქუჩაში დაუპირისპირებოდა, სწორედ ამ პარტიის ოფისში იმყოფებოდა. ოფისის ხელმძღვანელი გოგი ქადიძე უარყოფს, რომ მომხდარი ორგანიზებული იყო.
„ჩვენმა მხარდამჭერმა დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჟურნალისტებს ჩვენს ოფისთან, ჩვენი ოფისის ფონზე ეწერებოდა. დაინტერესდა და შეეცადა გაეგო, რაზე საუბრობდა. როდესაც ახლოს მივიდა, გაიგო „პუტინისტები“, „მოღალატეები“ და ეს პირად შეურაცხყოფად აღიქვა. ვინაიდან ეს ადამიანი ჩვენი მხარდამჭერია და ჩვენს გვერდით იდგა ყველა ბრძოლაში, ყველგან, სადაც ღირსების დასაცად ვიდექით, ბუნებრივია, პირად შეურაცხყოფად მიიღო და პოლიტიკოსს საჯარო სივრცეში გასცა პასუხი კვერცხების სროლით.
მოვუწოდებთ პოლიციას, აღკვეთოს მსგავსი ინციდენტები, დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ იძულებულნი ვიქნებით, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ოფისები, ჩვენი მხარდამჭერები და ის ხალხი, რომელიც მსგავს პროვოკაციაში მოჰყვება“, - განაცხადა გოგი ქადიძემ.
