წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანში 53 წლის ქალის მკვლელობაში ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე ვოსკან ვოსკანიანია ბრალდებული. მკვლელობა 29 ნოემბერს ღამით მოხდა. ვოსკანიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თანასოფლელ ქალს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოკლული ქალი ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მომვლელად მუშაობდა, საიდანაც ის რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.
ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. „ჩვენების მიცემის დროს მან გამომძიებელს უამბო, რომ ქალი მკვლელობამდე ორჯერ დაუკავშირდა ტელეფონით და შეხვედრა სთხოვა. ადგილზე მისულს ქალი ნაჯახით დახვდა, მოუქნია და სხეულზე როცა მოხვდა, ამ დროს ნაჯახი წაართვა და ორჯერ ჩაარტყა. შემდეგ ის შეშინებული იყო და სახლში წავიდა. არსად დამალულა. პოლიციამ სახლში დააკავა“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.
პოლიციამ ვოსკან ვოსკანიანი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვოსკანიანს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
გასულ წელს საქართველოში 25 ქალი მოკლეს.
