ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების კუთხით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ“, - ამბობს სახელმწიფო მდივანი.
ენტონი ბლინკენის შეფასებით, გასული 12 თვე მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხისთვის, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მიღწევის - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გამოც.
„მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ევროატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.
მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატიის აშენებაში, რომელსაც მის მოქალაქეებს სურთ და ასე იმსახურებენ“, - განაცხადა ბლინკენმა.
საქართველოს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების გამო, 24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკა მიიღო. ენტონი ბლინკენის განმარტებით, ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.
„ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს და ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალ, 28 მაისს გეგმავს.
