ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით იყო ცნობილი, შვედეთში მოკლეს. მოძრაობა „ადათის“ ინფორმაციით, ის ღამით ჩაცხრილეს. შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, ჭორები ტუმსო აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს. ამ ეტაპზე მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს. ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა. ამ წუთებში მკვლელობის დეტალებს იძიებენ“, - წერს Telegram-ში მოძრაობა „ადათი“.
აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ცნობები პირველ დეკემბერს გავრცელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბლოგერი სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა.
ჟურნალისტი მიტჩელ პროტერო Twitter-ში წერს, რომ მრავალ წყაროს ესაუბრა და შესაძლებელია დადასტურებულად თქვას, რომ ტუმსო აბდურახმანოვი პირველ-ორ დეკემბერს შორის ღამით მოკლეს „უცნობმა ეჭვმიტანილებმა, რომლებიც რამზან კადიროვის მიერ გაგზავნილი მკვლელები აღმოჩნდებიან“.
„მასთან დაახლოებული წყაროები მეუბნებიან, რომ ის უშიშროების სამსახურების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ კადიროვის დაქირავებულებს შეუძლიათ დისიდენტების მიზანში ამოღება გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში და ახლა უკვე შვედეთში“, - ამბობს ჟურნალისტი.
ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს წავიდა, რასაც წინ უძღოდა კონფლიქტი ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელთან ისლამ კადიროვთან. აბდურახმანოვი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, თუმცა 2016 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. 2017 წელს მან საქართველო დატოვა, რის შემდეგაც ჯერ პოლონეთში იყო, შემდეგ კი შვედეთში.
ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტუმსო აბდურახმანოვს არაერთხელ დაემუქრნენ. 2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა ბლოგერი თავის მტრად გამოაცხადა და დაჰპირდა, რომ იპოვნიდა. დაუდოვი ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის შესახებ ბლოგერის სიტყვებმა აღაშფოთა. ის ტუმსო აბდურახმანოვს სისხლის აღებით დაემუქრა:
„ამიერიდან, როცა დაიძინებ, დარწმუნდი, რომ კარი ჩაკეტილია. როცა გარეთ გახვალ, ირგვლივ მომოიხედე. თუ მოულოდნელად უკნიდან მოგხვდება, იცოდე, რომ ეს უბედური შემთხვევა არ არის“.
აბდურახმანოვის მოკვლა 2020 წლის თებერვალშიც სცადეს, როდესაც მის ბინაში ჩაქუჩით შეიარაღებული რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევი შეიპარა და თავს დაესხა. მამაევმა მოგვიანებით ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. ის აცხადებდა, რომ ტუმსო აბდურახმანოვის მოკვლა არ სურდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ადამიანებს, ვინ ის გროზნოდან შვედეთში გაგზავნეს. 2021 წლის იანვარში შვედეთის სასამართლომ რუსლან მამაევს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2021 წლის ოქტომბერში ბლოგერმა შვედეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.
ამ თემაზე:
შვედეთის პოლიცია ჩეჩენი ბლოგერის შესაძლო მკვლელობაზე კომენტარს არ აკეთებს
მტკიცედ მწამს, რომ ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს - ზაკაევი