მტკიცედ მწამს, რომ ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს - ზაკაევი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის ხელმძღვანელი ახმედ ზაკაევი ფიქრობს, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და მას შვედეთის პოლიცია იცავს. ამის შესახებ ზაკაევმა 8 დეკემბერს, უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც დღეს ამ მოვლენებს და ინფორმაციას ადევნებს თვალს. ჩემი შეხედულებითა და რწმენით, ის ცოცხალი და ჯანმრთელია, მას შვედეთის პოლიცია იცავს. მე, როგორც ადამიანმა, რომელიც უკვე ორი ათწლეულია ასე ვარ, 2016 წლიდან ვიმყოფები ბრიტანეთის პოლიციის განსაკუთებული პროტექტორატის ქვეშ, ვიცი, რომ ასეთი ოპერატიული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია თავდასხმის, მკვლელობის აღკვეთისკენ, პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება. ტუმსო აბდურახმანოვი ზუსტად ასევე იმყოფებოდა შვედეთის პოლიციის განსაკუთებული პროტექტორატის ქვეშ და როგორც ჩანს, მათ მიიღეს რაღაც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ოპერატიულად გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. მტკიცედ მწამს, რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია“, - განაცხადა ზაკაევმა. 

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის და მისი გარემოცვის კრიტიკით ცნობილი ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 1-ელ დეკემბერს გავრცელდა. 30 ნოემბრის შემდეგ აბდურახმანოვი სოციალურ ქსელებში არ გამოჩენილა. 5 დეკემბერს, „ადათმა“, რომელიც თავს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ სახალხო მოძრაობას უწოდებს, Telegram-ში დაწერა: „როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის მომხდარის აღიარება, სამწუხაროდ, ჭორები ტუმსო აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. რამდენიმე დღეა ჩვენ ვაწარმოებთ საკუთარ შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის საქმეზე. თავიდან ვერ ვიჯერებდით მომხდარს. ამ ეტაპზე მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა დამალეს. ტუმსოს ადამიანთა ჯგუფმა ღამით ესროლა. ამ წუთებში მკვლელობის დეტალებს იძიებენ“.

შვედეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ და ვერც დამატებით კომენტარს გააკეთებენ.

ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩნეთიდან 2015 წელს წამოვიდა, რასაც წინ უძღოდა კონფლიქტი ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელთან ისლამ კადიროვთან. აბდურახმანოვი საქართველოში იმყოფებოდა და თავშესაფრის მიღებას აქ ცდილობდა, რაზეც უარი ეთქვა. 2017 წელს მან საქართველო დატოვა, რის შემდეგაც ჯერ პოლონეთში იყო, შემდეგ კი შვედეთში. ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ტუმსო აბდურახმანოვს მოკვლით არაერთხელ დაემუქრნენ. 2020 წლის თებერვალში, შვედეთში, ბლოგერს საკუთარ ბინაში ჩაქუჩით რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევი დაესხა თავს. 2021 წლის ოქტომბერში აბდურახმანოვმა შვედეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).