განათლების მკვლევარი, პროფესორი გიორგი გახელაძე, რომელსაც ოჯახი, პოლიცია და მოხალისეები ექვსი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„აღარ მყავს გიო! მორჩა ჩვენი ამბავი!“, - დაწერა Facebook-ში ირმა მალაციძემ, გიორგი გახელაძის ცოლმა.
გიორგი გახელაძის ცხედარი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ამ დროისთვის იქ კრიმინალისტები მუშაობენ. უცნობია, რა გახდა პროფესორის სიკვდილის მიზეზი.
57 წლის გიორგი გახელაძე 19 ივნისს გავიდა სახლიდან და შინ აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების თქმით, მისი ტელეფონი საღამოს 10 საათამდე ჩართული იყო და ამ დროის განმავლობაში სიგნალი ვაკის პარკის ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა.
„პოლიციამ ამოიღო ვიდეო მტკიცებულებები. დღის პირველის ნახევარზე გიორგი შევიდა ვაკის პარკის მიმდებარედ ერთ-ერთ აფთიაქში, იყიდა ასპირინი, შემდეგ მაღაზიაში იყიდა სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც, უწყვეტი ვიდეო გვიჩვენებს, რომ ის შედის ვაკის პარკში. იმ დღეს, დღის სამ საათამდე ვაკის პარკში კამერები გამორთული იყო - 120-ზე მეტი კამერაა ვაკის პარკში - და უწვეტად თვალის მიდევნება შეუძლებელი გახდა. თუმცა, სატელეფონო სიგნალით ვიცით, რომ გიორგი ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდა“, - ამბობდა გარდაცვლილის ძმა, ლევან გახელაძე.
ამ დღეების განმავლობაში გიორგი გახელაძეს უშედეგოდ ეძებდნენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის, კუს ტბაზეც. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს აღძრული.
