ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარი 9 აპრილს, თბილისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჩაკეტეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, შევზღუდეთ საქართველოში შესვლა. გამონაკლისს წარმოადგენენ „ენგურჰესის“ თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც საქართველოში სამკურნალოდ გადადიან, და მოხუცები. რესპუბლიკაში შემოსვლის პირობები არ შეცვლილა“, - განაცხადა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, რუსტამ ლატიპოვმა.
ენგურის ხიდი, ასევე, წალენჯიხის სოფელ ფახულანსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე საბერიოს შორის საფეხმავლო გადასასვლელი, პარასკევს, 7 აპრილს ჩაიკეტა.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ბოლო თვეებია აცხადებს, რომ ქართული ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. 21 მარტს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ამ პირობებში და აპრილში დაგეგმილ „ფართომასშტაბიან პოლიტიკურ აქციებთან დაკავშირებით“, აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა გააძლიეროს. „ჩვენ ვახორციელებთ ფართომასშტაბიან სამუშაოებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. აფხაზეთს ომი არ სჭირდება, მაგრამ თქვენ მზად უნდა იყოთ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის“, - ამბობდა ბჟანია.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზების გაიმართება. პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დემონსტრაცია 14 მარტს ჩატარებულ ბრიფინგზე დააანონსა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მთავრობას ვადას 9 აპრილამდე აძლევდა. აქციის მთავარ მოთხოვნებს შორისაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაც.
