საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოში რუსეთის დაფინანსებით რუსულ-ქართული უნივერსიტეტი იხსნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
სამინისტრო განმარტავს, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში“ განცხადება არ შესულა, ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე კი საქართველოში არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრორუსულ გამოცემასთან „საქართველო და მსოფლიო“ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, სადაც სწავლას რუსეთი დააფინანსებს. „ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სექტემბრის ბოლომდე მეტი დეტალი გახდება ცნობილი.
