პროკურატურამ დმანისის ყოფილი მერის გიორგი ტატუაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს. როგორც „საქართველოს ამბებს“ გენერალურ პროკურატურაში უთხრეს, ორივე ბრალდებული მიმალვაშია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლეს.
ვინაიდან ბრალდებულები თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დმანისის ყოფილ მერს თავს 1-ელ ნოემბერს, სოფელ დიდ დმანისში დაესხნენ. გიორგი ტატუაშვილის ავტომობილს, რომლითაც ის თბილისიდან დმანისში მიემგზავრებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ესროლეს. ტატუაშვილმა თქვა, რომ ერთი ტყვია მძღოლის სავარძელში გაიჭედა. მან თავდასხმა თავის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა და თავდამსხმელებიც მაშინვე დაასახელა. „ისინი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები, ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი არიან, რომლებსაც მმართველი პარტია საარჩევნოდ ხალხის დასაშინებლად იყენებს“, - განაცხადა ტატუაშვილმა. თავდამსხმელები ტატუაშვილის ავტომობილში დამონტაჟებულმა ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო.
მისივე თქმით, ოკმელაშვილი და მენაბდიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მფარველობით სარგებლობენ, მათი მხრიდან ძალადობის ფაქტებზე გამოძიება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ არცერთხელ არ დააკავეს.
გიორგი ტატუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წელს აირჩიეს. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ის პარტიიდან გარიცხა და ამის მიზეზად, მის მიერ „კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერა“ დაასახელა. 2021 წელს ტატუაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყარა, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კობა მურადაშვილმა მას 4.16%-ით მოუგო.