თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ მუნიციპალური არჩევნები ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში - სტამბოლში, ანკარასა და იზმირში მოიგო. ბიულეტენების 99.82%-ის დათვლის შემდეგ, სახალხო რესპუბლიკურ პარტიას 37.74% აქვს მიღებული, ხოლო მმართველ სამართლიანობისა და განვითარების პარტიას - 35.49%.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 6 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის ეს ყველაზე მწვავე მარცხია. პარტიის ლიდერმა და ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გარდამტეხი მომენტია და არა დასასრული.
„საარჩევნო მარათონის გამარჯვებულები, პირველ რიგში, არიან არა კანდიდატები, არამედ არის თურქეთი, ქვეყნის 85 მილიონი მოქალაქე, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. სამწუხაროდ, 28 მაისის არჩევნებში ჩვენი გამარჯვებიდან ცხრა თვის შემდეგ, ადგილობრივი არჩევნების ტესტში ვერ მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა“, - თქვა ერდოღანმა, რომელიც სტამბოლის მერად 1994 წელს იყო არჩეული.
კვირას, კენჭისყრის დასრულების შემდეგ სტამბოლის ახლად არჩეულმა მერმა რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან, ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი ერთ მილიონზე მეტი ხმით დაამარცხა. შედეგების მიხედვით, მან ხმების 51% მიიღო.
„ვინც არ ისმენს ერის გზავნილს, საბოლოოდ წააგებს. ამაღამ სტამბოლის 16 მილიონმა მოქალაქემ გაუგზავნა მესიჯი როგორც ჩვენს კონკურენტებს, ასევე პრეზიდენტს“, - თქვა ათასობით მხარდამჭერის წინაშე გამოსვლისას ყოფილმა ბიზნესმენმა იმამოღლუმ. 2008 წლიდან ის პოლიტიკაშია ჩართული და მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად განიხილება.
დედაქალაქ ანკარაში მოქმედმა მერმა, რესპუბლიკური სახალხო პარტიის წევრმა, მანსურ იავაშმა (60.35%) გაიმარჯვა, ხოლო იზმირში - ამავე პარტიის კანდიდატმა ქემილ თუგაიმ (48.90%).
31 მარტის არჩევნებში 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. ქვეყნის მასშტაბით 206 845 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამომრჩეველთა აქტივობამ 78.53% შეადგინა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ გამარჯვება 81 პროვინციიდან 36-ში მოიპოვა.
