საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 28 მაისს, სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 48 700 000 გაიყიდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
გუშინ, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფონზე, ეროვნული ვალუტა დოლართან 4.34 თეთრით, ხოლო ევროსთან - 5.18 თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.768 ლარი გახდა, ერთი ევროსი - 3.0058 ლარი. აღსანიშნავია, რომ ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
„ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევას და რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აპირებს. ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და კანონის მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს კიდევ ათეულობით მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწევს.
„თქვენ გაგაფრთხილათ ლონდონის ბირჟამ, რომელმაც გითხრათ, რომ ეკონომიკა ჩამოგენგრევათ, თუ ამ კანონს გააფორმებით და ღალატის გზას დაადგებით. 25%-ით გაუფასურდა ქართული კომპანიების აქციები მაისიდან დღემდე. თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა. კანონის მიღების დღესვე დაეცა ლარი და 60 მილიონი დოლარის ინტერვენციის განხორციელება მოუწია ეროვნულ ბანკს. რაც აპრილში რეზერვები აგროვა, ერთ დღეში მიაყარა და დაკარგა.
დღეს, ასევე, ლარი გაგაფრთხილებთ. დღესაც, როგორც კი ამ ღილაკს დააჭერთ ხელს 85 ადამიანი, რომელსაც ელემენტარული ნება არ აქვს, იმ ერთ ახირებულ და არაადეკვატურ ადამიანს შეეწინააღმდეგოს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, ლარის გასაჩერებლად ეროვნულ ბანკს ათეულობით მილიონის დახარჯვა მოუწევს“, - თქვა გოცირიძემ, ვიდრე ეროვნული ბანკის მორიგი ინტერვენციის შესახებ გახდებოდა ცნობილი.
14 მაისს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ლარი უცხოურ ვალუტასთან მკვეთრად გაუფასურდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. მკვეთრად დაეცა ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასიც. ექსპერტების განმარტებით, მაშინ, ბაზარზე აჟიოტაჟის მიზეზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაანონსებული სანქციები და საქართველოსთვის დახმარების შესაძლო შეჩერების შესახებ განცხადებებიც გახდა.