კოალიცია „ძლიერი საქართველის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მას და ბადრი ჯაფარიძეს დააკავებენ, კოალიციის „გამწევი ძალა“ ირაკლი კუპრაძე, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი იქნებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მამუკა ხაზარაძეს სასამართლოში მისვლამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.
„ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესს, იმიტომ, რომ თავისუფლების აღკვეთა არ არის თავისუფლების წართმევა. [...] ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით მაშინაც კი, როცა ფულის გათეთრება დაგვაბრალეს. მახსოვს ჩემი და ანა ნაცვლიშვილის საუბარი, როცა ის გვიერთდებოდა პარტიაში. მან თქვა, რომ გული მიგრძნობს, რომ შეიძლება დაგაკავონ და რა გეგმა გვაქვსო. ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ჩამოყალიბებული, როგორ გავაგრძელებთ.
არაჩვეულებრივი ლიდერები გვყავს პარტიაში - ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, ლევან სამუშია, ანა ნაცვლიშვილი, ჩვენი კოალიციის წამყვანი პარტნიორი ალეკო ელისაშვილი და ასევე, წამყვანი პარტნიორი ანა დოლიძე, ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხლაძე. არ მინდა ვინმე გამომრჩეს – დათუნაშვილი თაზო, ჩვენი არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი ვატო სურგულაძე, ჩვენი ახალგაზრდების ლიდერი ოთო ფარულავა, მამუკა კაციტაძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი სიორიძე და ა.შ.
გეგმა რა არის? გეგმა არის ბრძოლის გაგრძელება. პარტია გაიზრდება უფრო მეტად, დარწმუნებული ვარ. ირაკლი კუპრაძე არის არაჩვეულებრივი ლიდერი, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი - ეს სამი ადამიანი იქნება გამწევი ძალა, რომელიც აი, ამ ლიდერშიპს – რომელიც მე ჩამოვთვალე და ბევრი არ ჩამომითვლია – გააგრძელებს პარტიის მშენებლობას და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებულად. ირაკლი არის „ძლიერი საქართელოს“ გენერალური მდივანი, არაჩვეულებრივად ასრულებს თავის საქმიანობას, არის პერსპექტიული, განათლებული, მებრძოლი, ქუჩაც იცის, მოლაპარაკებაც იცის, თავგანწირვაც იცის. ამიტომ ყველაფერი იქნება მაგრად“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ პარტია „მამუკას და ბადრის ფინანსურ ამბავზეა“ დამოკიდებული.
„ეს ასე არ არის, მეგობრებო. დამეწრმუნეთ, ეს ასე არ არის. აქ არის, პირველ რიგში, იდეა, თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და საერთოდ ფინანსები რომ არ იყოს და გადაკეტილი იყოს ყველა, გარანტას გაძლევთ, რომ სამჯერ უფრო გაიზრდება ეს პარტია. [...] ამიტომ მე ძალიან იმედიანად ვარ, შიგნით ვიქნები თუ გარეთ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელები არიან, უარი თქვეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე. 24 მარტს, კომისიის რიგით მეოთხე სხდომაზე, შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს. ხაზარაძის თქმით, კომპანიის დამფუძნებელ ჯემალ ლეონიძესთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის გამოუცხადებლობის შემდეგ კომისიამ საქმეები პროკურატურას გადასცა. 26 მარტს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.
„ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დანაშაულია, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელი - ჯარიმა ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
