ესპანეთში ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დამანგრეველი სტიქია მძვინვარებს. ანდალუსია ვალენსიის პროვინციაში წყალდიდობას, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად მიიჩნევა. მომხდარის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 5 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
წყალდიდობა სამშაბათს, 29 ოქტომბერს, კოკისპირულ წვიმას და სეტყვას მოჰყვა. ვალენსიის, კასტილა-ლა მანჩისა და მალაგას პროვინციებში ქალაქებისა და სოფლების დატბორვა სტიქიის პირველივე დღიდან დაიწყო. დაზარალებულ რეგიონებში სკოლები და სხვა აუცილებელი დანიშნულების დაწესებულებები ამჟამად დაკეტილია.
მეტეოროლოგების თქმით, რეგიონში ტემპერატურის ექტრემალურ ზრდას კლიმატის ცვლილება იწვევს, რაც თავის მხრივ ხმელთაშუა ზღვაში ტემპერატურის მატებას და აორთქლების ინტენსივობის ზრდას განაპირობებს, ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნალექების რაოდენობაზე.
ვალენსიაში, ქალაქ ტურისში, ჩივასა ან ბუნოლში 400 მმ-ზე მეტი ნალექი დაფიქსირდა, რის გამოც სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტმ სამშაბათს წითელი, ანუ უმაღლესი დონის განგაში გამოაცხადა.
ვალენსიის რეგიონალურმა ლიდერმა, კარლოს მაზონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადამიანების ნაწილი იზოლირებული რჩება, ვინაიდან გარკვეულ ტერიტორიებამდე მაშველების მიღწევა ”აბსოლუტურად შეუძლებელია”. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი თქვა, რომ მთავრობა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ყველა ღონეს ხმარობს.
”მთელი ესპანეთი ტირის თქვენთან ერთად. ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი თქვენი დახმარებაა… ჩვენ არ მიგატოვებთ“, - თქვა პრემიერმა სატელევიზიო მიმართვაში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ესპანეთს სამაშველო სამუშაოებში. ”ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, დამღუპველია. ჩვენ გავააქტიურეთ კოპერნიკის სატელიტური სისტემა, რათა დავეხმაროთ სამაშველო ჯგუფების კოორდინაციას“, - აღნიშნა მან.
მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა ესპანეთში უკანასკნელად 1973 წელს დაფიქსირდა, მაშინ სტიქიას 150 ადამიანი შეეწირა. მსხვერპლის რაოდენობიდან გამომდინარე, ეს წყალდიდობა ევროპის მასშტაბით ყველაზე დამანგრეველია გერმანიაში 2021 წელს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, როცა სულ მცირე 185 ადამიანი დაიღუპა.