საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამატებით განმარტებას არ აკეთებს, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ქართულმა მხარემ გააუქმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
საქართველოს პრეზიდენტმა 31 მარტს, პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ 18 აპრილს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდოდა.
„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“, - თქვა ზურაბიშვილმა.
„პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ, როცა ხალხს და ხელისუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი. ასეთ ვითარებაში სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება“.
31 მარტს პარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ და განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება „ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს“.
ამ თემაზე:
რატომ გადაიდო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში
