ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტთა მაღალი რანგის წევრები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციას შეუერთდნენ. აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართა და მასში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„მე და ჩემი ჩემი კოლეგები ძალიან მოხარული ვართ თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში დაბრუნებით“, - მიმართა აქციის მონაწილეებს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაეილ როთმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ ქვეყნის შიდა საქმეებში „ჩარევისთვის“ აკრიტიკებს.
„ჩარევაა თქვენი სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრა?! მამაც ქალბატონთან, რომელიც თქვენთან ერთად იბრძვის საქართველოს მამაცი და ამაყი მომავლისთვის. ჩარევაა თქვენთან შეხვედრა?! ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის. ეს არაა ჩარევა. ეს არის საერთო მომავალი ერთიან ევროპაში. აქ იმიტომ ვართ, რომ გვსურს გაგამხნევოთ, მხარი დაგიჭიროთ. ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ. ჩვენ თქვენთან ვართ, სოლიდარობას გიცხადებთ. ჩვენ ყველა ისტორიის ერთ მხარეს ვართ ევროპული თავისუფლებისთვის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ! თუ თქვენ გადარჩებით, გადავრჩებით ჩვენც!“, - თქვა როთმა.
აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი, მიჰაუ კამინსკი და ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი.
„ვიღაც ცდილობს, რომ თქვენი თავისუფლება, თქვენი დემოკრატია წაიღოს, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დემოკრატიისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ“, - განაცხადა პავილიონისმა.
თბილისში ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტართა დელეგაცია იმყოფება. დღის განმავლობაში ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროპელ დეპუტატებს პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაც სურდათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისგან უარი მიიღეს.