„ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ „ქართულ ოცნებასთან“ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „ქართული ოცნება“ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ (PES) დამკვირვებელი წევრი აღარ არის. „ქართული ოცნების“ საქმიანობა და პოზიციონირება „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ ღირებულებების მიღმაა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, PES-ის ლიდერებმა შესთავაზეს მმართველ ორგანოს, რომ „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ამოქმედდეს, რაც ერთხმად იქნა დამტკიცებული“, - ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ევროპელი სოციალისტების პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობა ამა წლის მარტში, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გაუარესდა. საქართველოს მმართველი პარტია იძულებული გახდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების შედეგად, რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩაეგდო, თუმცა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პრეზიდენტმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა მარტში მაინც წამოჭრა საკითხი, რომ ივნისში „ქართული ოცნების“ წევრობის სტატუსისთვის გადაეხედათ.

PES-ის ხელმძღვანელებმა „ქართული ოცნება“ ღიად გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მაისს, უნგრეთში, მონაწილეობა მიიღო ულტრაკონსერვატორების კონფერენციაში და ჰომოფობიური გზავნილებით გამოვიდა.

ღარიბაშვილის განცხადებით, არსებობენ ძალები, რომლებიც საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობენ „ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს“. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი მთავრობა საქართველოში არ დაუშვებს „უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე“ და მხარს არ დაუჭერს „უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები“.

„ქართულმა ოცნებამ“ „ევროპელი სოციალისტების პარტიას“ დაასწრო - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 11 მაისს თქვა, რომ „ოცნებამ“ PES-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

კობახიძემ დაიჩივლა, რომ 2015 წლიდან დღემდე, PES-ს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არცერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია: „მეტიც, პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა“.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.