„ქართული ოცნება“ ტოვებს „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ (PES), რომლის დამკვირვებელი წევრის სტატუსი 2015 წლიდან ჰქონდა. PES-ი საქართველოს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის გადახედვას მომავალ თვეში გეგმავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, მათთვის მიუღებელია უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით PES-ის ხელმძღვანელების განცხადებები.
„აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი სჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდო-ლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ. კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - თქვა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ევროპული პარტიის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობაზეც ჩივის. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, 2015 წლიდან დღემდე, PES-ს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არცერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია.
„მეტიც, პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს.
შარშან და წელს რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
სამწუხაროდ, ევროპის სოციალისტურ პარტიას მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინეტგრაციის გზაზე, არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, არამედ პირიქით - სრულიად კონტრპროდუქტიული იყო“.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიაც. საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გასული წლების განმავლობაში PES-ი „სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდო-ლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს“.
„ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე როგორც, ქართული საზოგადოების, ფასეულობნებთან და ხედვებთან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები. დღეიდან „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული“, - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის მიერ ნახსენები ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორი ამერიკული ორგანიზაცია „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციაა“. ღონისძიებას უნგრეთმა წელს უკვე მეორედ უმასპინძლა და ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იყო, რომელსაც ევროკავშირში პრო-რუსული პოზიციისა და ჰომოფობიური პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს, კონფერენციაზე ჰომოფობიური გზავნილებით გამოვიდა. მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებიც საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობენ „ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით, ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ე.წ. სიახლეების იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს“. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი მთავრობა საქართველოში არ დაუშვებს „უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე“ და მხარს არ დაუჭერს „უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები“.
28 აპრილს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციაში მონაწილეობას აპირებდა, PES-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ივნისში „ქართული ოცნების“ სტატუსის გადახედვას აპირებდნენ. როგორც გაირკვა, ეს საკითხი PES-ის პრეზიდენტმა, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა ჯერ კიდევ მარტში წამოჭრა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღებას დაუჭირა მხარი.