ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), რომელიც 46 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრებისგან შედგება, ახალ გენერალურ მდივნად შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი ალენ ბერსე აირჩია. ის ამ თანამდებობაზე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეცვლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ ინდრეკ საარი ესტონეთიდან და დიდიე რეინდერსი ბელგიიდან. ხმის მიცემის მეორე რაუნდში ალენ ბერსემ ხმათა უმრავლესობა, 114 ხმა მოიპოვა. ინდრეკ საარმა და დიდიე რეინდერსმა შესაბამისად 85 და 46 ხმა მიიღეს.
ალენ ბერსე ხუთწლიანი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლის 18 სექტემბრიდან შეუდგება.
ბერსე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. 2012 წლიდან 2023 წლამდე ის შვეიცარიის მთავრობის წევრი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, 2018 და 2023 წლებში.
