ევროპის საბჭო, რომელსაც საქართველო 1999 წელს შეურთდა, შეშფოთებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონის დაბრუნების გამო. ორგანიზაციამ გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადება გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 5 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 6 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაცოცხლებით. გასულ წელს, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე ამ საკანონმდებლო წინადადების უკან გატანას. დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა საკვანძო საკითხად რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო შეშფოთება ევროკავშირმაც დააფიქსირა. საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.
კრიტიკული მოსაზრებები ევროპარლამენტარებმაც გამოთქვეს. ანა ფოტიგას განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების წინ ხალხის დაყოფას ცდილობს და ძირს უთხრის იმას, რაც უკვე მიღწეულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „კრემლში მყოფი ბატონებისგან ახალი მითითებები მიიღო“ და წარმოადგინა კანონპროექტი, რომელზეც ქართველმა ხალხმა თქვა „არა“.
„ამ კანონს ერთი მიზანი აქვს - საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, საქართველოს რუსულ ჭაობში დატოვება. ცუდი იდეაა“, - აღნიშნა ფონ კრამონმა.
კანონპროექტი ევროპული მომავლისთვის საბოტაჟის გამოცხადებად შეაფასა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმაც.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
