ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ანტონიო კოსტა პლატფორმა X-ზე წერს, რომ ისინი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ.
„მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით“, - წერს კოსტა.
1-ელ დეკემბერს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით X-ზე კაია კალასმაც დაწერა.
„ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპულ მომავალზე მისი არჩევანის გვერდით. ვგმობთ ძალადობას მომიტინგეთა წინააღმდეგ და ვწუხვართ მმართველი პარტიის სიგნალების გამო, რომ არ აგრძელებენ საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და ქვეყანა დემოკრატიული უკანდახევის გზას ადგას.
ამას პირდაპირი შედეგები ექნება ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა კალასმა.
28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა.
კობახიძის განცხადებას მოქალაქეების მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები აქციის მონაწილეებს, ისევე როგორც ჟურნალისტებს, არბევენ და სასტიკად უსწორდებიან. პროტესტის პირველი სამი დღის განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
