„ქართული ოცნების“ დეპუტატისა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, უახლოს მომავალში საქართველო გადადგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობაში მხოლოდ პოზიტიური დინამიკა იყოს. ბოჭორიშვილმა ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის წინ გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ჩვენი მთავარი გზავნილი არის, რა თქმა უნდა, ის, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს თავისი ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ გადატვირთვაზე, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ პოზიტიურ კონტექსტში, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ამ ურთიერთობაში იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დინამიკა“, - უთხრა ჟურნალისტებს ბოჭორიშვილმა.
თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეია იმყოფება, რომელმაც, მმართველ პარტიასთან შეხვედრამდე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლა. უზრა ზეიას თქმით, სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები „გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში შეხვედრების დროს უზრა ზეია ხაზს გაუსვამს „აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების გამო, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას“. გარდა ამისა, უზრა ზეია „ცხადყოფს, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციამ დააზიანა“ აშშ-საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობა“.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო და საპროტესტო აქციები დაარბია, აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა დაახლოებით 30 ადამიანს -„ქართული ოცნების“ წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს (ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს), რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“.
ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გაურკვეველი ვადით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ტარდებოდა.
