საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
ქართული მხარის ინფორმაციით, კობახიძემ და ალიევმა კონფერენციაზე განსახილველ საკითხებსა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლს ქვეყნებისა და რეგიონის განვითარებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ირაკლი კობახიძე 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია კობახიძის სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
COP29-მ ყურადღება მიიქცია იმითაც, რომ მას ავღანეთის თალიბანის წარმომადგენლებიც დასწრებიან. გამოცემა Politico-ს ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ჯონ პოდესტა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და სხვები. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კონფერენციას არ დასწრებიან.
