თალიბანის წარმომადგენლები აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის კონფერენციას დაესწრებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ავღანეთის თალიბანის წარმომადგენლები დაესწრებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) კლიმატის კონფერენციას, COP29-ს, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს იხსნება და 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ავღანეთი პირველად იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებაში მას შემდეგ, რაც 2021 წელს ძალაუფლება ხელში თალიბანმა ჩაიგდო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორ სააგენტო Reuters-ი წერს, აღნიშნული კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მრავალმხრივი ღონისძიება იქნება, რომელსაც თალიბანის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ნატოს მიერ მხარდაჭერილ ძალებთან 20-წლიანი ბრძოლის შედეგად ქაბულზე კონტროლის დამყარების შემდეგ დაესწრებიან.

თალიბანს ავღანეთის ლეგიტუმურ მთავრობად გაეროს წევრი არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს „გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად“ ჰყავს გამოცხაებული.

Reuters-ის ცნობით, კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე ავღანეთის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები COP29-ის მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანის მიწვევით ჩავიდნენ. ეს მათ საშუალებას აძლევს „პოტენციურად მიიღონ მონაწილეობა პერიფერიულ დისკუსიებში და გამართონ ორმხრივი შეხვედრები“. ვინაიდან თალიბანი ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად ოფიციალურად არ არის აღიარებული გაეროს სისტემაში, Reuters-ის წყაროს თქმით, მის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლებამოსილება, მონაწილეობა მიიღონ სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფოების მუშაობაში.

Reuters-ი წერს, რომ ავღანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტად დაზარალდა. წელს წყალდიდობამ ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულმა ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გვალვა განიცადა.ზოგიერთი აქტივისტი აკრიტიკებს თალიბანის საერთაშორისო იზოლაციას და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ავღანელ ხალხს აზარალებს.

„როცა სახეზეა ყურადღების და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირის ნაკლებობა, იზრდება ჰუმანიტარული საჭიროებები“, - უთხრა Reuters-ს კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნების სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის, g7+-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჰაბიბ მაიარმა.

გამოცემა Politico-ს ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი, აშშ-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი საერთაშორისო კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ჯონ პოდესტა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და სხვები. ბაქოში ჩავა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, COP29-ის ლიდერთა სამიტზე და პანელურ დისკუსიებზე გამოვა სიტყვით.

მათ შორის, ვინც გაეროს კლიმატის კონფერენციას არ დაესწრებიან, არიან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.