რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი უკრაინაში, ზაპოროჟიის ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა, სადაც ე.წ. სამხედრო ოპერაციის მონაწილე ოს მებრძოლებსა და მოხალისეებს შეხვდა. გაგლოევმა მათ მადლობა გადაუხადა „მამაცობისა და გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ავლენენ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 5 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 6 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივნის, ნატალია ბოსიკოვას ინფორმაციით, გაგლოევმა თანამემამულეებს ტექნიკური საშუალებები და სამხედრო ეკიპირება, ასევე, პირველადი საჭიროების მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცა.
„ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქ მელიტოპოლში ყოფნის დროს პრეზიდენტი დარწმუნდა, რომ მებრძოლები უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, რაც აუცილებელია საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. სახელმწიფოს მეთაური სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირზე იმყოფება და კარგად იცნობს სიტუაციას, იცის, რა სჭირდებათ მათ პირველ რიგში“, - განაცხადა ბოსიკოვამ.
მელიტოპოლი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს. ის დღემდე ოკუპაციაში რჩება. სექტემბრის ბოლოს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ალან გაგლოევმა თქვა, რომ „რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება ისტორიული და ადამიანური სამართლიანობის აღდგენაა“.
უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები და მოხალისეები. ამ პერიოდში, ომში ცხინვალიდან წასული 20-მდე ადამიანი დაიღუპა.
ამ თემაზე:
ევროპარლამენტმა ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარება დაამტკიცა
