ევროპარლამენტმა, 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ, დაამტკიცა გადაწყვეტილება საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემულ პასპორტებს ვიზის მიღებისა და ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთის მიზნით ვერ გამოიყენებენ. გადაწყვეტილება არ შეეხება მათ, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომს გაურბიან. ისინი კვლავ ისარგებლებენ ევროკავშირში შესვლისა და თავშესაფრის მოთხოვნის უფლებით.
„ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით რუსეთზე ზეწოლის გასაგრძელებლად, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის, უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის წევრმა, ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა.
საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ შეთანხმება ევროსაბჭოს დონეზე ოქტომბერში იქნა მიღწეული. ევროპარლამენტმა დღეს სწორედ ეს შეთანხმება დაამტკიცა. ის ძალაში საბჭოს მიერ ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა.
გავრცელებულ პრესრელიზში ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს დღემდეც არ აღიარებდა, თუმცა საჭირო იყო სამართლებრივად ზუსტი და კოორდინირებული, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება.
რუსეთმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2008 წელს რუსეთი სწორედ ამ არალეგიტიმური პროცესით შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამართლებას.
2014 წელს განხორციელებული ანექსიის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია პასპორტებს გასცემს ყირიმის ნახევარკუნძულის მცხოვრებლებზეც. იგივეს აკეთებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებშიც, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ ნაწილობრივ დაიკავა. სექტემბრის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანა.
