„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ადანაშაულებს დიმიტრი სამხარაძეზე თავდასხმაში. მისი თქმით, „ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 6 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
„ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იქ იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არა? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ანუ, ჭიქა ჩაარტყა სახეში გიორგი გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს, მაგრამ თავდასხმა იყო გახარიაზე - რანაირი მსჯელობაა, ვის მოსდის ეს აზრად?!“, - განაცხადა მდინარაძემ.
მას სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ორ რამდენიმეწამიან ვიდეოსთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რაზეც თქვა, რომ ვიდეოები აღწერს მომხდარის დასაწყისს და დასასრულს, ხოლო „შუაში რა მოხდა, ამას ჩვენებებით გაარკვევენ, თუ სხვა ვიდეო არ იქნება“.
„ალბათ, სხვა კადრებიც იქნება, ხო? ალბათ, იქ ვიდეომეთვალყურეობა იქნებოდა, ხო? სასტუმროა.
გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია.
ეს ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ეს ასეა, უმძიმესი მუხლია. [სისხლის სამართლის კოდექსის] 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს. „თავს დამესხნენ“ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია. ... პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. თავს ხო არ გაალახინებ?! თავი უნდა დაიცვა“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
15 იანვარს, გვიან ღამით, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე თავს დაესხნენ. თავდასხმები რამდენიმეწუთიანი ინტერვალით მოხდა.
ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვით, მისთვის პროვოკაციის მოწყობა გინებითა და მუქარით დიმიტრი სამხარაძემ სცადა. „რაღაც ნივთი რომელიღაც მათგანმა დამარტყა აი, აქ (შუბლთან) და სათვალე მთლიანად დაიმსხვრა. მეორემ, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მანველიძემ, აიღო კერამიკის ქოთანი, რომელშიც იყო მიწა და ისროლა. არ ვიცი საგანგებოდ თუ არა, ამაცილა“, - იხსნებეს ჟურნალისტი.
პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანის ბერდია სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმაში ათამდე პირი მონაწილეობდა. პოლიტიკოსს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიცია სასტუმროში დაგვიანებით მივიდა. მანამდე „შერატონის“ თანამშრომლებმა მტკიცებულებები გაანადგურეს. თავდასხმიდან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გამომძიებლებს შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული არ ჰქონდათ.
ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი „ბათუმის შერატონს“ აქვს. 15 იანვარს, 18:05 საათზე სასტუმრომ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ვიდეომასალა პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოღებული.