ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება გახარიას პარტიამ გაავრცელა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ჩვენსა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოსთვის“ მადლობას უხდის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც, პარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
„სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით „ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის მორიგი შეხვედრა დღეს იყო მოსალოდნელი. რამდენიმე საათის წინ ხაზარაძემ თქვა, რომ მის კოალიციაში პოზიციები თითქმის შეჯერებული იყო.
„ეს პროცესი დაიწყო, მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს პრეზიდენტის აქტიური მონაწილეობით. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სრული სიურპრიზი აღმოჩნდა ეს განცხადება, რადგან გუშინდელი დღის მონაცემებით, ჩვენ გვქონდა პრინციპულ საკითხებზე ერთგვარი შეთანხმება, არსებობდა ორივე მხრიდან ძალიან გასაგები მოლოდინები. ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას და გახარიას გუნდთან შეთანხმების მიღწევას აქვს სრული მხარდაჭერა „ლელოს“ შიგნით“, - განაცხადა საბა ბუაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ბუაძის თქმით, კოალიციის შიგნით ამ საკითხზე პრინციპული წინააღმდეგობა არავის აქვს.
ამ თემაზე:
„დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად“ - ხაზარაძის პასუხი გახარიას პარტიის განცხადებაზე
