პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მასზე თავდასხმის დამკვეთი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან.
რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულებების თანამონაწილე“, - დაწერა Facebook-ზე გახარიამ.
Facebook-ზე განცხადების გამოქვეყნებამდე გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა. მან მედიასთან გამოკითხვის დეტალებზე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ხვალ ბრიფინგს გამართავს.
გიორგი გახარიას „შერატონ ბათუმში“ 15 იანვარს, გვიან ღამით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. მანამდე იგივე ჯგუფი ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დაესხა თავს.
„შერატონ ბათუმმა“ თავდასხმის კადრების გასაჯაროებაზე უარი თქვა. 22 იანვარს გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასტუმროდან „სრული სერვერული ინფრასტრუქტურა“ ამოიღო, რათა კადრები ხელმიუწვდომელი გამხარიყო მათთვის და საზოგადოებისთვის. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ „შერატონ ბათუმი“ გიორგი გახარიაზე „პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა“.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოძიების მიმდინარეობის დეტალები უცნობია.
