რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების სფეროში დადებულ ყველა შეთანხმებას, არ გაიყვანს ჯარებს რეგიონებიდან, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოკუპირებული რეგიონების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება მოიწონა და თქვა, რომ „კარგი იქნებოდა“ მოქმედო გეგმის შემუშავება საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გასაყვანად, ზატულინმა რუსეთის პოზიცია განმარტა.
„განა დაახლოება რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გვაქვს შეთანხმებები უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა. ჯარების გაყვანა მხედველობაში არ ჰქონია.
საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარებაა საჭირო, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაღაც რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ. ამ საკითხმა დიდი ხანია ჩაიარა. თუ ისინი ერთმანეთთან ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას დაამყარებენ, ეს ყოველთვის დადებითი იქნება“, - განაცხადა ზატულინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „ისტორიული შერიგება“ სურს და რუსეთი მზად არის, „მეზობელ ქვეყნებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ეს „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლავროვის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. „თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან“, - თქვა კალაძემ.
