ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) და საზღვაო აკადემიის სტუდენტები დილიდან ბსუ-სთან აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ აუდიტორიებში არ დაბრუნდებიან, ვიდრე „ქართული ოცნება“ პარლამენტიდან უკან არ გაიწვევს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს. ისინი ლექტორებსაც მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით. ნუ გეშინიათ სამსახურების დაკარგვის. საქართველო თქვენს ხელშია. ეს ქვეყანა ჩვენს ხელშია“;
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, თანატოლებს და ყველას, ვინც აქციებზე იყო გამოსული და არბევდნენ, სცემდნენ. აქ მანამდე ვიდგებით, სანამ ჩვენს ხმას არ მივაწვდენთ და სანამ არ გაიწვევენ რუსულ კანონს“;
„იმ სტუდენეტებმა, რომლებიც მივიჩნევთ, რომ ეს რუსული კანონი არ არის ჩვენთვის კარგის მომტანი, გადავწყვიტეთ შევუერთდეთ გაფიცვას. გაფიცულები არიან როგორც საზღავო აკადემიის, ისე ხელოვნების უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები. სწორედ სტუდენტებს, ახალგაზრდებს, გვაქვს ის ძალა, რომ ვუთხრათ არა რუსულ კანონს და რუსულ ხელისუფლებას. სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის მოუგია და არც ეს მომენტი იქნება გამონაკლისი“;
„ჩვენ არ გვინდა ვსწავლობდეთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც იქნება რუსული გავლენის ქვეშ. ჩვენი მიზანია ევროპულ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება“;
„ბრძოლა კონკრეტული კანონის წინააღმდეგ დავიწყეთ, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. პირადად მე გამთენიისას დამირეკეს და მითხრეს, დედაქალაქში თუ ჩამოხვალ, ძვლებს დაგიმსხვრევთო. ეს პირდაპირ ურტყამს ქართველი კაცის ღირსებასა და თავისუფლებას. ახალგაზრდები ამ ათწლეულებში ერთხელ გამოდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ღირსებასა და თავისუფლებას ეხებიან“, - ამბობენ გაფიცული სტუდენტები.
რამდენიმე ლექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ლექციებს არ ჩაატარებენ და სტუდენტების გვერდით იქნებიან.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით გაფიცვას 20-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან, მათ შორისაა:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
- საქართველოს უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი;
- თბილისის სამხატვრო აკადემია;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი;
- თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
- ალტერბრიჯი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
- ბათუმის საზღვაო აკადემია.
დღეს, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონი მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. სხდომაზე, რომელიც ერთი წუთი გაგრძელდა, ოპოზიციამ შესვლა ვერ შეძლო.
კომიტეტის სხდომის წინა ღამე მოქალაქეებმა პარლამენტთან გაათენეს. გამთენიისას ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქცია დაარბია და პარლამენტის შესასვლელები გაათავისუფლა, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებi საკანონმდებლო ორგანოში შესულიყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 20 ადამიანი დააკავა. მათ ნაწილს სპეცრაზმის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ.
მმართველი პარტია აპირებს, რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მიიღოს.