თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ირანელი მეტოქე ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა. მანამდე, ნახევარფინალში, პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს შეხვდა და 7:0 სძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
გენო პეტრიაშვილს რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს, ხოლო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.
„ემოციებს ვერ გეტყვით. მძინავს ახლა და მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივრებს, ყველას სათითაოდ. რომ დავწყნარდები, კიდევ გეტყვით. უფალს მადლობა! დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი!“, - განაცხადა პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ. ოლიმპიადაზე მან საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ამ დროისთვის საქართველოს სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს. მესამე ოქრო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.
