პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. 24 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა სანიკიძეს უთხრა, რომ 100 ათას დოლარად სააკაშვილს მიეყიდა, არის ნაძირალა, მოღალატე და არაკაცი. პრემიერის დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას სანიკიძემ გინებით უპასუხა. სხდომის დარბაზიდან გასვლის შემდეგ, პრემიერის თანაპარტიელი დეპუტატები სანიკიძეს დაედევნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში ვუჩივლო. მან ცილი დამწამა, რომ მე 100 ათასი დოლარი მაქვს აღებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. ღარიბაშვილს ამის დამტკიცება მოუწევს. ვერ დაადასტურებს, რადგან რაც ბუნებაში არ ყოფილა, რა უნდა დაადასტუროს? ვიცი, რომ მექნება ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა, მათ შორის, სასამართლოსგანაც. იქნება საშინელი ზეწოლა და სიბინძურეები ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ მზად ვარ ამისთვის. რაც მთავარია, მხარს მიჭერენ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და უბრალო ადამიანები“, - განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მასზე ძალადობისკენ პრემიერმა მოუწოდა.
„ინფორმაცია მივიღე, რომ მე ფიზიკურად უნდა დავესაჯე. მანდატურებს ხელი არ გაუნძრევიათ, უსაფრთხოების სამსახურს ხელი არ გაუნძრევია. უფრო მეტიც, როდესაც ეს აყალმაყალი დაიწყო, რამდენადაც ვიცი ჟურნალისტებს, რომლებიც მოდიოდნენ, გადასაღებად, არ უშვებდნენ და აკავებდნენ. ის კადრები, რაც ჩანს, ფინალია. მანამდე იყო დიდი ამბავი“, - აღნიშნა სანიკიძემ.
გუბაზ სანიკიძე 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მაჟორიტარი იყო. 2020 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით გახდა.
