„ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება, დაჩქარება და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის - მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისკენ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადადა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას ამ მისწრაფებების რეალიზების პროცესში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
სტოლტენბერგის თქმით, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე იმსჯელეს.
„საქართველო არის NATO-ს მჭიდრო პარტნიორია. სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხიც განიხილეს: „ვიცით, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი მნიშვნელოვან რისკს უქმნის თავისუფალ ნავიგაციას და გავლენას ახდენს სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე. ამიტომ, მივესალმებით მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განნაღმვაზე, უსაფრთხო ნავიგაციისა და კომერციის უზრუნველყოფაზე“, - აღნიშნა NATO-ს გენმდივნმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი უცხოური ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს NATO-ს პარტნიორობას.
სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია NATO-სთან პარტნიორობის გაღრმავება და ყველაფერს გააკეთებენ მაქსიმალური პროგრესისთვის.
„ამ ეტაპზე რთული ვითარებაა. ვიდრე უკრაინაში გრძელდება ომი, ვითარება ინტეგრაციის კუთხით არის რთული. არ არის დღეს მომწიფებული ვითარება იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ყველაფერი შევამზადოთ, რათა, საბოლოო ჯამში, როცა ამისთვის შესაბამისი პირობები მომზადდება, ჩვენ მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება - პრინციპული გადაწყვეტილება სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
დღეისათვის არის რთული ვითარება ამ კუთხით, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა დავუახლოვდეთ უფრო მეტად ალიანსს და გაღრმავდეს პარტნიორობა ჩვენს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობაა, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მეტად გაღრმავდება.
