ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
სტოლტენბერგის თქმით, საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და შეუძლია ჰქონდეს მისი პოლიტიკური და პრაქტიული მხარდაჭერის იმედი.
„თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმების გასატარებლად და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს.
სწორედ ამიტომ მივესალმე უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. იგი შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული ქვეყანა, ინტეგრირებული ევროატლანტიკურ რეგიონში.
NATO დარჩება თქვენს პარტნიორად ამ მისწრაფებებზე მუშაობის დროს“, - უთხრა სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა NATO-ს მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რაც მალე დასრულდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, - თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.
ამ თემაზე:
