„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ [ISFED] დამკვირვებლებმა, 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩევლის მოსყიდვის 3 შემთხვევა დააფიქსირეს. პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„მოსყიდვის შემთხვევა გვაქვს ტყიბულის პირველ, ახმეტის მე-17 და ჩუღურეთის მე-3 უბანზე. ერთ შემთხვევაში დავაფიქსირეთ თანხის ოდენობა, რომელიც იყო 100 ლარი“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.
მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ISFED-ის დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. ორგანიზაციას შენიშვნები აქვს ზოგიერთი უბნის მოწყობასთან დაკავშირებითაც.
„დაკვირვების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მცხეთის 41-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა - არ შეუშვეს პენიტენციურ დაწესებულებაში უბნის გახსნის შემდეგ. ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის 58-ე საარჩევნო უბანზე, როდესაც ჩვენი დამკვირვებელი არ შეუშვეს ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში. ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე დაფისირდა შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებელი გამოაძევეს საარჩევნო უბნიდან და ასევე, ზუგდიდის მე-12 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა იგივე შემთხვევა, როდესაც ჩვენი დამკვირვებელი გამოძაევეს საარჩევნო უბნიდან.
საარჩევნო უბნის მოწყობასთან დაკავშირებით გამოვლინდა ტენდენცია, როდესაც მაგიდები ისეა განლაგებული, რომ დამკვირვებლებს, რიგ შემთხვევაში, არ აქვთ შესაძლებლობა რეგისტრატორების უკან დააკვირდნენ პროცესებს.
ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დაკვირვების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებლები ვერიფიკაციის აპარატებს სრულყოფილად დააკვირდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უბნის მოწყობა. მოწყობასთან დაკავშირებით ასეთი პრობლემები ვნახეთ 67-ე საარჩევნო ოლქის 18-ე საარჩევნო უბანზე, ასევე 16-ე საარჩევნო ოლქის 26-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ხმის მიცემის ფარული კაბინები ისე ახლოს იყო კედელთან, რომ დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდა უბანზე მყოფ აკრედიტირებულ დამკვირვებელს.
გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ერთზე მეტი, 2 და მეტი ბიულეტენი გასცეს რეგისტრატორებმა. ეს არის ქობულეთის 15-ე, სამგორის 51-ე, ბათუმის მე-10, ყვარლის 3-ე და მთაწმინდის 31-ე საარჩევნო უბნები“, - თქვა ნინო დოლიძემ.
დილის 10 საათის მდგომარეობით, „სამართლიან არჩევნების“ დამკვირვებლებს 10 საჩივარი ჰქონდათ დაწერილი. ნინო დოლიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 1000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის, 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე, 73 საოლოქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან.
