მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი მარნეულში, 69-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას, რის შედეგადაც უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი, „ოპოზიციის პროვოკაციით“ ხსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ისკანდაროვმა ინციდენტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას. ეს გახლავთ ცილისწამება, თითქოს მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით, საარჩევნო უბანზე, ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.
ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა,რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს. ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების“ პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტინის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტინები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.
მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტინები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, - აცხადებს ისკანდაროვი.
26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა მარნეულის 69-ე უბანზე დამკვირვებლის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ წევრი როვშან ისკანდაროვი ყუთში ბიულეტენებს ყრის. ვიდეოში ჩანს სხვა მამაკაციც, რომელიც მას უკანონო ქმედებაში ეხმარება. როვშან ისკანდაროვი უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
მომხდარის გამო 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ თქვეს, რომ აღნიშნულ უბანზე, სადაც ერთიან სიაში 1643 ამომრჩეველი იყო, არჩევნებს დიდი უპირატესობით ოპოზიცია იგებდა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიულეტენების ჩაყრას „დადგმული სპექტაკლი“ და „პროვოკაცია“ უწოდა. მან არ გამორცხა, რომ ისკანდაროვი ოპოზიციის მიერ ყოფილიყო მოსყიდული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1643 მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთხი დღე გავიდა, თუმცა პასუხისგებაში არავინაა მიცემული.