მარნეულის 69-ე საარჩევნო უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წევრმა ყუთში ბიულეტენები უკანონოდ ჩაყარა. „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ უბანზე, სადაც ერთიან სიაში 1643 ამომრჩეველი იყო, არჩევნებს ოპოზიცია დიდი უპირატესობით იგებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„გაუქმებულია ეს უბანი, იმიტომ, რომ სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია და კონკრეტულად, „ერთიანობა - ნაციონალრუი მოძრაობა“. ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ამის გამო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც ახლაც არ არის დაკავებული, ასე დემონსტრაციულად, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.
მარნეული არ არის გამონაკლისი. ამ ტენდენციას ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმისთვის, რომ უბნები გაუქმდეს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანში უკანონო ქმედების ამსახველი ვიდეო „ჩემი ხმის“ დამკვირვებელმა გადაიღო, რის შემდეგაც, სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გააძევეს. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელმაც ყუთში ბიულეტენები ჩატენა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ წევრი როვშან ისკანდაროვია. ის 69-ე უბანში პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1643 მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბიულეტენების ჩაყრას „დადგმული სპექტაკლი“ და „პროვოკაცია“ უწოდა.
