მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანში ყუთში ბიულეტენების უკანონო ჩაყრის შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც კენჭისყრა შეჩერდა. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ყუთში ბიულეტენებს ტენის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ წევრი როვშან ისკანდაროვია. ის 69-ე უბანში პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 4 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
უკანონო ქმედების ამსახველი ვიდეო სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ დამკვირვებელმა გადაიღო, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და უბნიდან გააძევეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას „შემაშფოთებელი“ უწოდა და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას „სათანადო გადაწყვეტილების“ მიღებისკენ მოუწოდა.
„ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა, თითქოს, საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია.
საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრვალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ 24 საათის განმავლობაში.
მე მინდა სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1643 მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„მინდა ვთხოვო სამინისტროს, რომ რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი პროცედურები, რათა საზოგადოებას, ჩვენ ჩვენი კომპეტანციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა ასეთი შემთხვევა შეესაბამება თუ არა სინამდვილეს რა თქმა უნდა აზიანებს საარჩევნო გარემოს, აზიანებს კენჭისყრის დღის მთლიანობას და აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას“, - თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 2263 უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, ხოლო დანარჩენ 781 უბანზე - ძველი წესით.
