ჯარში გაწვევის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 2-ის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ახალი თავდაცვის კოდექსით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ერთი წლით გადავადებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 2 ათასიდან 10 ათას ლარამდე იზრდება. ხუთჯერ გაზრდილი თანხით გადავადების უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ შეეძლება. თანხის საშუალებით გადავადება ყველას არ შეეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამი წელი ინტენსიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თავდაცვის ახალი კოდექსი სამართლიანი ყოფილიყო, რასაც მაქსიმალურად მივაღწიეთ. მე გამაკრიტიკეს, სავალდებულო ჯარი რომ არ მაქვს გავლილი, თუმცა ის მიზეზები, რის გამოც მე არ მაქვს გავლილი, ბუნებრივია, ისევ ძალაში დარჩება. გარდა იმისა, რომ კათედრა მქონდა, მრავალშვილიანი ვარ. ასეთი ობიექტური მიზეზები დარჩება, არ იქნება ძალდატანება, ასევე, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა აპრობირებული მიზეზები, რაც ნორმალურ ქვეყნებშია.

რაც შეეხება თანხის გადახდით გადავადებას, მოხდება მხოლოდ ერთხელ, ერთი წლით. ვთქვათ, გაწვევა შეეხო პირს, რომელსაც კონკრეტულ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს საკეთებელი, შეუძლია, 10 ათასი ლარის სანაცვლოდ, ერთი წელი გადაივადოს. ერთი წლის შემდეგ, ის ავტომატურად დადგება სავალდებულოდ გასაწვევთა სიაში.

ვინაიდან ჩვენ გავაფართოვეთ პოტენციურ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება სავალდებულო ჯარი შეეხოს, პარალელურად შემოგვაქვს მოქნილი და დიდი დიაპაზონის მქონე სისტემა. იქნება სამი არჩევანი: ექვსთვიანი უფრო ინტენსიური საბრძოლო მომზადების კურსი; რვათვიანი, რომელიც უფრო დამხმარე კომპონენტი იქნება, თუმცა საწყის საბრძოლო მომზადებას იქაც გაივლიან; სტუდენტებს ექნებათ არჩევანის საშუალება, რომ ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში ერთი თვე იმსახურონ და სავალდებულო ჯარი მოხდილად ჩაეთვალოთ. ჯამში ინტენსიური დღეების რაოდენობა იქნება 108 და ეს არის ისეთი მოქნილი სისტემა, რომელიც მათ ხელს არ შეუშლის არც განათლების მიღებაში და არც პარალელურად სავალდებულო ჯარის მოხდაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრმა, ბოლო წლებში ახალგაზრდების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ძირითად მიზეზად სასულიერო პირის სტატუსის მოპოვება დაასახელა. მის მიერ დასახელებული მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს ამ მიზეზით ჯარს თავი დაახლოებით 16 500-მა ადამიანმა აარიდა: „სავალდებულო სამხედრო სამსახურში მინიმუმსაც კი, რაც ჩვენი სამიზნეა და 4-5 ათას ადამიანს შეადგენს, ამ ეტაპზე, ამასაც ვერ ვავსებთ“.

„ჩვენ, ალბათ, ვერ გავითვალისწინეთ ის, რომ ასეთი პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდა ქვეყანას და გავუშვით ის მომენტი, როდესაც არ შევედით შინაარსობრივ ანალიზში - ვთქვათ, ის გასაწვევი პირი რეალურად ახორციელებს სასულიერო პირის ფუნქციებს თუ არა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ხელოვნური, მოგონილი იყო და ალბათ, ორიეტირებული იყო ხელის მოთბობაზე. ეს აღარ იქნება. თუმცა, ალტერნატივას ვტოვებთ: თუ არის ობიექტური მიზეზი, როდესაც ადამიანს არ სურს საბრძოლო მომზადების გავლა, ხელში იარაღის დაჭერა, დარჩება ალტერნატიული სამსახური. ეს არ იქნება ის, რომ რაღაც სტატუსი მიიღოს და არაინაირი სამხედრო სამსახური არ გაიაროს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარში გაწვევის წელიწადნახევრით გადავადება ორი გზითაა შესაძლებელი: სახელმწიფო ბიუჯეტში 2000 ლარის გადახდით; წვევამდელი თუ მღვდელმსახურია ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.

2017 წლიდან, 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს მღვდელმსახურის მოწმობას პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ აძლევს.  6 თვის ვადით გაცემული მოწმობის ღირებულება 50 ლარია. „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურის მოწმობით 50 ათასამდე ახალგაზრდამ ისარგებლა. „გირჩი“ აცხადებს, რომ მათ მიერ დაწყებულმა პროექტმა სავალდებულო სამხედრო გაწვევა ფაქტობრივად გააუქმა.

 

ამ თემაზე:

„გირჩის“ მღვდელმსახურის მოწმობებით ახალგაზრდები ჯარს თავს ვეღარ აარიდებენ

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).